
შსს-მ პაატა ბურჭულაძე 5 000 ლარით დააჯარიმა
13/02/2025 17:41:29 საზოგადოება
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმა.
საჯარიმო ქვითარი ბურჭულაძეს პოლიციელმა მიუტანა და უთხრა, რომ გასაჩივრების უფლება 10 დღის ვადაში აქვს.
მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ბურჭულაძემ 12 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლი გადაკეტა.
თავის მხრივ, მომღერალმა პოლიციელს უთხრა, რომ ჯარიმას არ ეთანხმება, ის გუშინ საერთოდ არ ყოფილა პარლამენტთან და ოპერასთან, თავისივე საიუბილეო მსვლელობაზე იმყოფებოდა.