
თვითმფრინავი, რომლითაც აშშ–ის სახელმწიფო მდივანი გერმანიაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა
14/02/2025 05:40:46 მსოფლიო
თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა. ინციდენტი 13 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც იმყოფებოდა. დელეგაცია მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივნის ტემი ბრიუსის ინფორმაციით, "თვითმფრინავში მექანიკური პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო მდივანი გერმანიაში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება".
დღეს, 14 თებერვალს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიუნხენში შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.