Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ვიზიტი დაიწყო

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ვიზიტი დაიწყო

14/02/2025 08:58:18 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მისი პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან.

„მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S