
თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზი გაჩერებულია
14/02/2025 09:25:12 საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. მათივე ცნობით, მატარებელი ჩიხში გადაჰყავთ.
„თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ჯგუფის "ჩემი ქალაქი მკლავს" ცნობით, ვაგონი დაზიანდა.