Accentnews.ge
„ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის შესახებ გამართულ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დაიხარჯა

„ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის შესახებ გამართულ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დაიხარჯა

14/02/2025 10:08:43 პოლიტიკა

სოციალური პროექტის „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით 8 თებერვალს ბათუმში ღონისძიება გაიმართა. მას „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მიწვეული სტუმრებისთვის სცენა და სივრცე მოაწყო. გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა - აქედან მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებული კაფსულის ფასი 1770 ლარია.

8 თებერვალს გამართული ღონისძიებისთვის ხელშეკრულება 7 თებერვალს დაიდო.

ტურისტულად აქტიურ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ. მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები ააგეს თვითნებურად. თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

„ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული. მეორე ეტაპზე 9 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S