Accentnews.ge
დღეს 23:00 საათიდან ისანში, აწყურის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

დღეს 23:00 საათიდან ისანში, აწყურის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

14/02/2025 10:17:18 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 თებერვლის 23:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მერიის ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს.

"დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 14 თებერვლის 23:00 საათიდან აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

შეზღუდვის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში აწყურისა და დიმიტრიადისის ქუჩების კვეთასთან იმოქმედებს ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით შეეძლება", – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S