Accentnews.ge
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: NATO შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან ალიანსად რჩება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: NATO შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან ალიანსად რჩება

14/02/2025 11:23:40 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ NATO შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან ალიანსად რჩება. ამის შესახებ მან მიუნხენის კონფერენციის ფარგელებში NATO გენერალურ მდივნთან მარკ რუტესთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

"ევროპა, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა, NATO არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ალიანსი, მაგრამ ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ NATO იზიარებს ცოტა მეტ ტვირთს ევროპაში, რათა შეერთებულმა შტატებმა ფოკუსირება მოახდინოს მის წინაშე მდგარ ზოგიერთ გამოწვევაზე აღმოსავლეთ აზიაში", – განაცხადა ვენსმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილია, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები უფრო მეტად გაზარდონ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ NATO–ზე, განსაკუთრებით პრეზიდენტის სურვილზე, დაიხარჯოს ცოტა მეტი რესურსი თავდაცვაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე და როგორ მივიყვანოთ ის მოლაპარაკებების გზით მოგვარებამდე და დარწმუნებული ვარ, ვისაუბრებთ თანამშრომლობის სხვა სფეროებზეც“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, რუტემ მადლობა გადაუხადა ვენსს ევროპასთან ვაშინგტონის ურთიერთობისთვის და დაეთანხმა, მას თავდაცვის ხარჯების ზრდის საკითხზე.

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე დისკუსიების დროს უნდა განიხილებოდეს, თუ როგორ უნდა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების დაწყებამდე", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S