Accentnews.ge
პრემიერი–მინისტრი სტარმერი: ბრიტანეთი NATO–ში უკრაინის წევრობის შეუქცევადი გზის ერთგულია

პრემიერი–მინისტრი სტარმერი: ბრიტანეთი NATO–ში უკრაინის წევრობის შეუქცევადი გზის ერთგულია

14/02/2025 11:46:27 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი–მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, 2024 წელს ვაშინგტონში გამართულ NATO–ს სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას.

სტარმერის თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს უკრაინის „შეუქცევადი გზა“ NATO–ში გაწევრიანებისკენ და ბრიტანეთი NATO–ში უკრაინის წევრობის შეუქცევადი გზის ერთგულია.

შეგახსენებთ, რომ სტარმერის კომენტარი მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის განცხადებებს. ჰეგსეთმა, რომელიც ევროპაში პირველად ჩავიდა პენტაგონის ხელმძღვანელის სტატუსში, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა უკრაინა ომის შემდეგ NATO–ში გაწევრიანებას. ჰეგსეთმა ასევე თქვა, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება, სანამ რუსეთი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრებოდა, „არარეალური მიზანია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S