Accentnews.ge
ტრამპს რუსეთსა და ჩინეთთან ბირთვული არსენალების შემცირებაზე მოლაპარაკება სურს

ტრამპს რუსეთსა და ჩინეთთან ბირთვული არსენალების შემცირებაზე მოლაპარაკება სურს

14/02/2025 11:58:07 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ მოლაპარაკებას ორ დიდ ბირთვულ სახელმწიფოსთან - რუსეთთან და ჩინეთთან გეგმავს.

„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევქმნათ სრულიად ახალი ბირთვული იარაღი. არსებული მარაგი ისედაც საკმარისია მსოფლიოს 50-ჯერ, 100-ჯერ განადგურებისთვის, მაგრამ აშშ, რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ახალი იარაღის წარმოებას. ბირთვულ პროგრამებზე იხარჯება თანხა, რომელიც უფრო პროდუქტიული საქმისთვის შეიძლება, გავიღოთ",– განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

როგორც მან აღნიშნა, იგი აპირებს, ჩინეთის ხელმძღვანელ სი ძინ პინს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესთავაზოს, სამივე ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტები ორჯერ შეამცირონ.

ტრამპს ასეთი შეხვედრის გამართვა სურს მაშინ, როცა „ყველაფერი დამშვიდდება.“

ტრამპი პუტინს 12 თებერვალს ესაუბრა ტელეფონით. სხვა საკითხებს შორის, მათ განიხილეს უკრაინაში ომის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივები. იმავე დღეს ტრამპი ელაპარაკა ზელენსკის. The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით 13 თებერვალს იტყობინებოდა, რომ ჩინეთი გამოვიდა წინადადებით, მოაწყოს პუტინის და ტრამპის შეხვედრა, ზელენსკის გარეშე. ტრამპმა 13 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას ისურვებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S