
ანტიკორუფციულმა ბიურომ ბორის ჩელე ყურუაც დააჯარიმა
14/02/2025 13:51:29 პოლიტიკა
სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირის დეკლარაციის არ შევსების გამო კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბორის ჩელე ყურუა დააჯარიმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ 1 000 ლარი დააკისრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმას არ გადაიხდის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე, რომელსაც ასევე შეწყვეტილი აქვს სადეპუტატო მანდატი, ამავე მიზეზით დააჯარიმეს.