Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში შეხვედრებს მართავს

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში შეხვედრებს მართავს

14/02/2025 15:10:14 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროპოლის დირექტორს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს, მათ შორის, ოფშორების კანონს. აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს.

„ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ!“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14 თებერვალს გაიხსნა.

როგორც დაანონსებულია, ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან, მიიღებს მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს, შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S