14-02-2025 19:24:13 ევროპა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩეანი მიიჩნევს, რომ დღევანდელმა საერთაშორისო კონტექსტმა შეიძლება გამოიწვიოს დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა.
მოლდოვის მთავრობის მეთაურს ჰკითხეს, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული ჯარები გაიყვანოს.
„ახლა არის საერთაშორისო კონტექსტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ჯარების გაყვანა დნესტრის მარცხენა სანაპიროდან ამ მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში. შესაძლოა, ეს არ მოხდეს აუცილებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ეს ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში, არამედ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ეხება უკრაინას და ევროკავშირის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას“, – თქვა რეჩანმა.
მისი თქმით, მოლდოვა დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე მოხვდეს.
”ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც ახლა ეხება მშვიდობას ან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, არსებითად ეხება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ევროპაში”, - თქვა პოლიტიკოსმა.
მანამდე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ იმედოვნებს „გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს“ დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად.
დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. იქ რუსი სამხედროები 1992 წლიდან იმყოფებიან. ასევე განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზაც.