
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ევროპისთვის მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა
14/02/2025 16:39:09 მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს, ევროპის მიმართ, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არც სხვა გარე აქტორი. ევროპისთვის მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა: ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ფუნდამენტური ღირებულებებიდან. მთელ ევროპაში, სიტყვის თავისუფლება უკან იხევს. დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ შეიძლება, არ დავეთანხმოთ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებას გამოხატოთ თქვენ მოსაზრებები საჯაროდ", აღნიშნა მან.
ჯეი დი ვენსმა მისი განცხადების ერთ–ერთ მაგალითად მაგალითად მოიყვანა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ, რუსეთის ჩარევის ბრალდებების ფონზე.
მისი თქმით, მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზაა.
გარდა ამისა, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემა მან მიგრაცია დაასახელა , რომელიც, მისი თქმით, "პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნა".
"მიუნხენში მომხდარი გუშინდელი შემზარავი თავდასხმაც ამ გადაწყვეტილების შედეგია", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მას მხედველობაში ჰქონდა 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ავტომობილი, რომელსაც ავღანელი მიგრანტი მართავდა, ხალხში შეიჭრა.
"თუ ამერიკის დემოკრატიამ შეძლო 10 წელი გაეძლო გრეტა თუნბერგის ცნობებისთვის, თქვენც მოითმინეთ რამდენიმე თვით ილონ მასკი. დემოკრატია ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანების ხმებს უნდა მოუსმინონ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021