
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
15/02/2025 10:29:25 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს და მასთან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირის მხრიდან გადასადგმელ საჭირო ნაბიჯებზე.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის თაობაზე. განვიხილეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლოა გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, "საქართველო ყურადღების ცენტრში". მან განაცხადა, რომ დასავლეთის რეაქცია ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ არასაკმარისია.
ზურაბიშვილი: ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან