
უილსონი: გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება, თავისუფალი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!
15/02/2025 11:52:55 პოლიტიკა
მიუნხენში რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.
"მოხარული ვარ, რომ ვხედავ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები ოქტომბერში და ახლა აქცევს საქართველოს დიქტატურად. ჩვენ გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!" - წერს ის.