15-02-2025 17:10:29 კავკასია
იმ ფონზე, რომ "ოცნების" გუნდის წარმომადგენლები მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრებიან, საქართველოს მეზობელი სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-კეიტენანტი ედვარდ ასრიანი კონფერენციის ფარგლებში უსაფრთხოების თემაზე დასავლელ კოლეგებთან დახურულ სხდომებში მონაწილეობს.
კერძოდ, გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ კარსტენ ბრაუერის მიწვევით, ასრიანმა მონაწილეობა მიიღო დახურულ "მრგვალ მაგიდაში", რომელსაც აშშ-ის, ევროპის ქვეყმებისა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ორმხრივი არაფორმალური შეხვედრები გამართა ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, ფინეთის, არგენტინისა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, სომხეთის გენშტაბის უფროსი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის გამართულ მიღებას, რომლის ფარგლებშიც ცალკე შეხვედრები ჩაატარა გერმანიის შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელთან, ასევე ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლებთან, ნატო-ს კოლეჯის ხელმძღვანელთან და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.