
მამუკა მურჯიკნელი საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
15/02/2025 14:04:47 საზოგადოება
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი - მამუკა მურჯიკნელი საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
"Wondernet Express Investment Group-ი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სპორტის თანადგომის საკითხში და ამ მიმართულების განვითარებაშიც თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს"- აცხადებენ კომპანიაში.