Accentnews.ge
NYT: ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, მინსკს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი ეწვია

NYT: ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, მინსკს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი ეწვია

16/02/2025 08:41:42 მსოფლიო

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კრისტოფერ სმიტი მინსკს ეწვია, სადაც ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, – იუწყება The New York Times (NYT) წყაროზე დაყრდნობით.

"ვაშინგტონი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ მოკავშირე ბელარუსის ხელისუფლებას სთავაზობს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტპატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, შეამსუბუქოს სანქციები ქვეყნის საბანკო სისტემისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების (მათ შორის სასუქების მწარმოებელი ინდუსტრიის) წინააღმდეგ", – იტყობინება NYT.

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა სამი პატიმარი, მათ შორის "რადიო თავისუფლების" ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი და აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლებიც ვინაობა არ სახელდება. როგორც "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა აღნიშნა, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

"პატიმრების გათავისუფლებამდე მინსკს ესტუმრნენ კრისტოფერ სმიტი და ორი ამერიკელი ოფიციალური პირი. ეს იყო ლუკაშენკოს პირველი შეხვედრა აშშ-ის მაღალჩინოსანთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ სმიტმა ვილნიუსში დიპლომატებთან შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას „უზარმაზარი გამარჯვება“ და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ტრიუმფი უწოდა. ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება, იყოს პატიმრების, მათ შორის ცნობილი პატიმრების გათავისუფლება, სანქციების შემსუბუქების (განსაკუთრებით კალიუმის ექსპორტზე) სანაცვლოდ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, აშშ-ის დიპლომატიის კიდევ ერთი მიზანია შეასუსტოს რუსეთთან ლუკაშენკოს კავშირი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩახშობისა (2020 წ) და რუსეთის უკრაინაში შეჭრის (2022 წ) შემდეგ.

ოფიციალური მინსკი ისევე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე", – იუწყება NYT.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს 2020 წელს საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, უარი თქვეს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ლუკაშენკოს აღიარებაზე. სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა მინსკის მიერ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S