Accentnews.ge
ვასო აბაშიძის თეატრი: ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო დროებით ვაჩერებთ მანიფესტის მსვლელობას

ვასო აბაშიძის თეატრი: ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო დროებით ვაჩერებთ მანიფესტის მსვლელობას

16/02/2025 08:51:50 საზოგადოება

ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მანიფესტის მსვლელობას დროებით აჩერებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

„ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში.

თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

მათი ტკივილი ყველა ჩვენთაგანის ტკივილია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S