
ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ
16/02/2025 08:58:07 მსოფლიო
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, -იუწყება BBC.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, საგრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.
BBC–ს ცნობით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც დაესწრება.
გამოცემა წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის კით კელოგის განცხადება, რომლის თანახმად, "ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში".