
მოლდოვა: ორმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
17/02/2025 06:51:35 მსოფლიო
მოლდოვის მთავრობის ცნობით, საჰაერო სივრცე კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.
Reuters-ის ცნობით, მოლდოვის მთავრობის პრეს–სპიკერმა დანიელ ვოდამ დრონების წარმომავლობა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას ადგილობრივი დროით დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე მოხდა. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა.
ვოდას ინფორმაციით, ორივე დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ქალაქ ტარაკლიასთან ახლოს დატოვა.