Accentnews.ge
რუბიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა

რუბიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა

17/02/2025 09:43:44 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა,- იტყობინება Reuters.

მანამდე Axios წერდა, რომ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართება.

რუბიომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას. ერთი დღით ადრე რუბიო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 16 თებერვალს ჩავიდა და განაცხადა, რომ ვიზიტს საუდის არაბეთში და თურქეთშიც აპირებდა. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი რუს ან ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას არ აპირებს.

საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S