Accentnews.ge
ჰერჩინსკი: დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს

ჰერჩინსკი: დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს

17/02/2025 17:26:53 პოლიტიკა, საზოგადოება

ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა, გარემო სულ უფრო მტრულია - მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს,- თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლება საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის. იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელენ; რომ დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.

დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს!

ამ რთულ დროს, უნდა გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და განუხრელი სოლიდარობა იმ ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტოგრაფების და მედიამენეჯერების მიმართ, ვინც საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად მზარდი საშიშროებისა. ისინი დემოკრატიის მცველთა წინა ხაზზე არიან და მათ სიმამაცეს ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება. ამის ატანა არ შეიძლება და ეს არ არის საქართველო, რომლისაც გვწამს".

მან ცალკე ისაუბრა პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ მზია ამაღლობელზე, რომელიც 37 დღეა, შიმშილობს:

"მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული".

მან თქვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევია.

"დღეს, როდესაც ჟურნალისტიკა უპრეცედენტო სირთულეების წინაშე დგას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მედიისადმი ერთგულებას და მის მხარდაჭერას. ხელის ჩაქნევის დრო არ არის, პირიქით, მცდელობა უნდა გავაორმაგოთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S