Accentnews.ge
ინვესტორები ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით ცხოვრების უფლებას მიიღებენ

ინვესტორები ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით ცხოვრების უფლებას მიიღებენ

26/02/2020 14:29:39 კონფლიქტები

ინვესტორები ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლით ცხოვრების უფლებას მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

დროებით ცხოვრების უფლების მისაღებად ინვესტორს მინიმუმ, 10 მლნ რუბლის (დაახლოებით 150 000 აშშ დოლარის) დაბანდება მოუწევს.

დე ფაქტო მთავრობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ე.წ. ბინადრობის მოწმობის და მით უფრო "მოქალაქეობის" მინიჭებასთან.

„იგულისხმება ნებისმიერი ინვესტიცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორცილებული იმ ფორმით, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს არ სცდება. ეს გადაწყვეტილება უპირველესად, აფხაზეთში კერძო უცხოური კაპიტალის მოზიდვაზეა ორიენტირებული: ინვესტორები დაინტერესებულები არიან ფიზიკური ყოფნით სახელმწიფოში, რომელშიც ინვესტიციებს დებენ“, – განმარტა დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელმა დავით სანგულიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S