Accentnews.ge
თბილისში, კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა

თბილისში, კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა

31/05/2019 16:45:29 სხვა, სამართალი, საზოგადოება

თბილისში საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნამ გამოივია.

მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა

ინციდენტთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზი“ განცხადებას ავრცელებს: 

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S