
ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
18/02/2025 10:56:34 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე.
მოსამართლემ ისაკო დევიძეს 5 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, მარიამ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციებისას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ისაკო დევიძეს 8, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძეს 9 იანვარს.
ისაკო დევიძემ მოსამართლე კობა ჩაგინავას შეახსენა, რომ მანამდე უკვე ჰაყვდა დაჯარიმებული 3500 ლარით პოლიციის "კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის" გამო.
მან მოსამართლეს მიმართა "არ ხართ ღირსი, გეცვათ მოსამართლის მანტია":
"თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს. ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს. თქვენ არ უნდა იყოთ მოსამართლე და თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს“.
მასთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა ისაკო დევიძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.