Accentnews.ge
ჩხაიძე - ამაღლობელზე: ექიმების გუნდი მზად არის, დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი

ჩხაიძე - ამაღლობელზე: ექიმების გუნდი მზად არის, დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი

18/02/2025 10:59:51 საზოგადოება

ექიმების გუნდი მზად არის, დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი, - თქვა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან გვახარებს [შიმშილობის შეწყვეტა] . მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს, ვინც მიმართვა გააკეთა. სამწუხაროდ, მაინც აღმოჩნდა რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე კლინიკა და მე მადანაშაულებდნენ. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს სასიხარულოა.

დავიწყებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედთან“ გამომცემლობა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლოებლის წერილი.

„ბათუმში, ოცნების ქალაქის მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ, არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – წერია მზია ამაღლობელის წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S