
"გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში"
26/02/2020 15:09:49 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს "ნებისმიერ რაიონში მოუგებენ".
"მთავარია: პირველი - ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც. მესამე – ეს თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება, ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ საუბარი. რაც შემეხება მე, მზად ვარ საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.