Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო: ბაქო-თბილისის ხაზზე სამგზავრო მატარებელი მიმოსვლას მაისიდან დაიწყებს

ეკონომიკის სამინისტრო: ბაქო-თბილისის ხაზზე სამგზავრო მატარებელი მიმოსვლას მაისიდან დაიწყებს

18/02/2025 13:53:05 ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი მიმოსვლის პირველი მაისიდან დაიწყებს.

უწყების ცნობით, დღეს "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა.

"შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.

როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S