Accentnews.ge
ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

18/02/2025 14:02:34 სამართალი, საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მსახიობები ბაჩო ქაჯაია ანი ტყებუჩავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 5000–5000 ლარით დააჯარიმა.

მსახიობებს 9 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თუმცა ბაჩო ქაჯაიაც და ანა ტყებუჩავაც ამბობენ, რომ მათ გზა არ გადაუკეტავთ და რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდნენ, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო.

მსახიობებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S