
აფხაზეთში ე.წ. საპასპორტო განყოფილების ხელმძღვანელი დააკავეს
26/02/2020 15:50:13 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია დე ფაქტო შსს–ს ე.წ. საპასპორტო განყოფილების ხელმძღვანელი ვადიმ ქვაძბა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, დაკავებული პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ გასცემდა „აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტებს უცხოეთის მოქალაქეებზე“.
ვადიმ ქვაძბა წინასწარ პატიმრობაში 2020 წლის 5 მარტამდე დარჩება.
მანამდე ე.წ, პარლამენტში გაკეთდა განცხადება გალის რაიონის მცხოვრებთათვის „აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების უკანონოდ გაცემის“ თაობაზე.