
ზელენსკი: რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებ
18/02/2025 15:54:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს.
მისივე თქმით, აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინის გარეშე მართავენ:
"მაქვს შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს, ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის - უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?!".
მან თქვა, რომ "არანაირი შეთანხმება არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში და თურქეთში შეხვედრებისას:
"როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ".
რა თქვეს აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ