Accentnews.ge
„აზიმუტის“ თვითმფრინავმა „ტექნიკური მიზეზის“ გამო მოსკოვი-თბილისის რეისი ვერ შეასრულა

„აზიმუტის“ თვითმფრინავმა „ტექნიკური მიზეზის“ გამო მოსკოვი-თბილისის რეისი ვერ შეასრულა

19/02/2025 07:43:28 საზოგადოება

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა.

ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვში დაბრუნდა „ტექნიკური მიზეზის“ გამო.

კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს, მითითებული არ არის. ნათქვამია, რომ თბილისში მგზავრებს ჩაიყვანენ „სარეზერვო ბორტით".

„აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 19 თებერვალს, 05:00 საათზე უნდა დაშვებულიყო.

საიტზე გამოქვეყნებულ განრიგში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ თვითმფრინავის ჩამოსვლის მომდევნო დროდ მითითებულია 14:20 საათი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S