Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე 2 ბალისტიკური რაკეტით და 167 დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინაზე 2 ბალისტიკური რაკეტით და 167 დრონით მიიტანა იერიში

19/02/2025 07:52:56 მსოფლიო

19 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 2 ისკანდერ-ემ-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 167 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის "შაჰედის" ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 106 დრონის განადგურება მოახერხა, 56-მა კი მიზანს ვერ მიაღწია,- იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, კიევის, სუმის, ჩერკასის და ზაპოროჟიეს რეგიონები.

რუსეთის ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქების – ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან გაუშვეს, ხოლო ბალისტიკურ რაკეტები ვორონეჟის რეგიონიდან - სუმის რეგიონის მიმართულებით გაუშვეს.

როგორც უკრაინის თავდაცვა წერს, 106 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესის და მიკოლაევის რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S