Accentnews.ge
რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

19/02/2025 08:01:38 მსოფლიო

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.

„საწარმოს ტერიტორიაზე ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, - ამბობს გუბერნატორი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S