Accentnews.ge
საქსტატი: იანვარში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი სურათები, ნახატები და პასტელები იყო

საქსტატი: იანვარში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი სურათები, ნახატები და პასტელები იყო

19/02/2025 08:41:03 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 403.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 604.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 45.5 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, იანვარში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი სურათები, ნახატები და პასტელები იყო.

"უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი)", – აცხადებენ საქსტატში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S