
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავიდა
19/02/2025 10:15:34 მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. მანამდე საუდის არაბეთში გამართეს შეხვედრა რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებმა.
კიევის რკინიგზის სადგურზე მას აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.
"ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ ის, რაც საჭიროა. ჩვენ გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები შეერთებულ შტატებში და დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ“, - განუცხადა იქ მყოფ ჟურნალისტებს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
კელოგი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.