
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი დაუშვებლად უკვე მეორედ სცნო
19/02/2025 10:17:47 სამართალი, საზოგადოება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი დაუშვებლად უკვე მეორედ სცნო, – იუწყება "ნეტგაზეთი".
მისივე ცნობით, ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. დასაბუთება ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.
ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად სცნო მათი შუამდგომლობა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.