Accentnews.ge
დევიძის ადვოკატი: დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც ვერ ცნობდნენ

დევიძის ადვოკატი: დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც ვერ ცნობდნენ

19/02/2025 13:09:40 საზოგადოება

საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.

დევიძის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც კი ვერ ცნობდნენ.

"გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, დაზარალებულიც - გიორგი ესტატიშვილი. [...] ესტატიშვილმა ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ ზურგის მიდამოში განიცადა ტკივილი, შემობრუნდა და დაინახა მათე დევიძე ჯოხით ხელში. მან ჩათვალა, რომ მათემ დაარტყა ჯოხი.[...] ჟამერაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, რომ მათე დევიძემ მას ჯოხი გადაარტყა წინიდან, ხოლო დაზიანება მიიღო და ტკივილი განიცადა უკანა მხარეს, ბეჭის არეში. [...] თვითინ დაზარალებული პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც ვერ ცნობდნენ",- თქვა ადვოკატმა მედიასთან.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა. დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S