
2008 წლის გმირის, კაპიტან გიორგი კირაკოზაშვილის შვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს
19/02/2025 13:24:00 საზოგადოება
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომში დაღუპული კაპიტნის გიორგი კირაკოზაშვილის შვილი ოთო კირაკოზაშვილი ასევე დააჯარიმეს 5 000 ლარით. ამის შესახებ თავად იტყობინება.
"დამირეკეს, შსს- დან. მედავებიან 12 თებერვალს გზის გადაკეტვას, "არ იყო საკმარისი რაოდენობაო ხალხისო" და მომარტყეს ჯარიმაა 5000 ლარის ოდენობით....(ჯერ ის არ იციან, რა ხაფანგში გაყვეს თავი , ვასაჩივრებ აუცილებლად ამათ არ ვაჭმევ არაფერს!).
აგვისტოს ომი ჯერ ისევ, ღია ჭრილობა და ბევრსს ისევ სტკივა! შესაბამისად, გმირი მამის სახელის წაშლის უფლებას არ მოგცემთ! ამ ქმედებით დღეს ეს ვიგრძენი და ამის გამო ყველას საკადრისად დაუბრუნდება ყველაფერი. თქვენივე მიღებული კანონებით გასამართლდებით, ქვეყნის მტრებო !!!!ესე უყვართ და აფასებენ ჩვენს გმირებს",- დაწერა მან სოციალურ ქსელში.