19-02-2025 23:20:35 ევროპა
"მოქმედების დროა" - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე და უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად საკუთარ ხედვას წარადგენს.
კერძოდ, ნაუსედას გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს:
"- უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები - NATO-ს წევრობა მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დარჩეს;
- რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება;
- შეიარაღების სასწრაფო დაფინანსება და 10 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის;
- რუსეთის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთ/ბელარუსის იმპორტზე;
- უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში - მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის".
ნაუსედა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია.
"ვიმოქმედოთ ერთად", - წერს პრეზიდენტი.