
ანალიტიკურ ცენტრ ჯეოქეისის თავმჯდომარემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს წერილით მიმართა
19/02/2025 20:33:11 პოლიტიკა
ანალიტიკურ ცენტრ ჯეოქეისის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა წერილით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკლ უოლცს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს სენატორ როჯერ უიკერს.
წერილში აღნიშნულია აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკული მნიშვნელობა მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ვიქტორ ყიფიანი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების მხარდაჭერისთვის. ყურადღება, აგრეთვე, გამახვილებულია საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის ისტორიაზე, ისევე როგორც საქართველოს მხრიდან აშშ-ს მტკიცე მოკავშირის როლზე და ქვეყნის წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.
ჯეოქეისის თავმჯდომარე წერილში აღნიშნავს, რომ რიგი ქვეყნების მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა პირდაპირ უკავშირდება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს და მოუწოდებს აშშ-ს მეტი აქტიური და ეფექტური ნაბიჯებისკენ, როგორც საქართველოს, ასევე, მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ. შავი ზღვის რეგიონის გარდა, წერილში საუბარი აშშ-ს და საქართველოს შორის რეალური ინტერესების კვეთის იმ რამდენიმე მიმართულებაზე, - როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მოსაზრებებით - სადაც პრაგმატული თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება ურთიერთშემხვედრი მოლოდინების უკეთ გამოკვეთა და ამა თუ იმ დღის წესრიგის რეალიზება. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია საერთაშირისო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაში იმ თვალსაჩინო ცვლილებების გათვალისწინებით, სადაც „რეალური ინტერესი“ და „ინტერესთა თანხვედრა“ განმსაზღვრელი ხდება.
„დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ჩვენი ამოცანაა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების პოტენციალის სრული ათვისებისათვის ხელშეწყობა, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის ჯეოქეისი იყენებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს როგორც აშშ-ს აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021