
შოლცი: ტრამპის მიერ ზელენსკის ლეგიტიმაციის უარყოფა მცდარი და სახიფათოა
20/02/2025 05:40:32 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ოთხშაბათს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორია“.
„უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა“, განუცხადა შოლცმა ჟურნალ Der Spiegel-ს და დასძინა, რომ "ზელენსკი სახელმწიფოს არჩეული მეთაურია".
„შუა ომში რომ წესიერი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ეს თანხმობაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან", – აღნიშნა შოლცმა.
19 თებერვალს დონალდ ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ უკრაინის ლიდერი „უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე“.
„დიქტატორი არჩევნების გარეშე“, – დაწერა ტრამპმა თავის სოცქსელ Truth Social-ში.