
ამინდის 20-21 თებერვლის პროგნოზი
20/02/2025 07:28:28 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
მისივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).