20-02-2025 20:09:41 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა.
მანამდე, ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ ჯიოშვილი სასამართლოში ისე მიიყვანეს, რომ მისი ინტერესების დამცველებისათვის არ შეუტყობინებიანთ. სასამართლოში გადაყვანის შემდეგ ჯიოშვილმა თავად მოითხოვა ადვოკატი.
ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვალს დააკავეს. მას აქციაზე მიტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა შსს-ის მხრიდან:
„უფლებები არ გააცნეს;სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ;არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან;მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა“. თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა; „დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა“, - განაცხადა ადვოკატმა.