20-02-2025 20:27:23 ევროპა
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, მიმდინარე და მომდევნო წელს დანიის სამხედრო ბიუჯეტი 50 მილიარდი კრონით გაიზრდება.
მისი თქმით, საჭიროა დეფიციტის შევსება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდაცვის სისტემების კუთხით.
"არის თუ არა მსოფლიოში რთული ვითარება? დიახ. არსებობს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ ეს მალე დასრულდება? არა. არსებობს მხოლოდ ერთი გზავნილი თავდაცვის მინისტრისთვის - შეიძინე, შეიძინე, შეიძინე!", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შესყიდვები ხანგრძლივი ტენდერის პროცედურების გარეშე მოხდება და ხაზი გაუსვა, რომ ახლა მხოლოდ სისწრაფეა მნიშვნელოვანი".
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლანდ პოულსენმა განაცხადა, რომ 2025 წელს დანია თავდაცვაზე მშპ-ს 3.2% დახარჯავს.
"ყველა ევროპელმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ და ამავე დროს, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რადგან რუსეთი ახლა, სამწუხაროდ, მთელ ევროპას ემუქრება". - განაცხადა ფრედერიკსენმა ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ და დასძინა, "არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან".