Accentnews.ge
ზელენსკის და კელოგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს–კონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით აღარ გაიმართა

ზელენსკის და კელოგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს–კონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით აღარ გაიმართა

21/02/2025 06:00:36 მსოფლიო

20 თებერვალს კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელს უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კით კელოგს უმასპინძლა.

როგორც ზელენსკის თანაშემწემ CNN-ს განუცხადა, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს–კონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით აღარ გაიმართება.

კით კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა. თავისი ვიზიტის კომენტირებისას ჟურნალისტებთან კელოგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ესმის უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა.

"ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები აშშ-ში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S