Accentnews.ge
შსს ჟურნალისტებს 5000-5000 ლარით აჯარიმებს

შსს ჟურნალისტებს 5000-5000 ლარით აჯარიმებს

21/02/2025 12:40:49 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა - მათ გზის გადაკეტვას ედავებიან.თითოეულ მათგანს 5000-ლარიანი სანქციის დაკისრება ემუქრება.

„საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიის" ცნობით, პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:

● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;

● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;

● „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);

● „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;

● „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;

● „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;

● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;

● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;

● „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;

● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;

● “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;

● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;

● ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.

„ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“, - წერია ქარტიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S