Accentnews.ge
ადვოკატის თქმით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნიკა კაციას ნარკოტიკი არ მოუხმარია

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნიკა კაციას ნარკოტიკი არ მოუხმარია

21/02/2025 12:46:34 საზოგადოება

​​​​​​​თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილის ნიკა კაციას საქმის განხილვა. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი). ამ მუხლით მას 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა, რომ კაციას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“.

„მოვითხოვეთ ალტერნატიული ექსპერტიზა - ვითხოვდით, ნიკოლოზ კაციას ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარიყო. ამას გამოძიების ეტაპზეც ვითხოვდით, თუმცა ბრალდების მხარემ უარი გვითხრა შემოწმებაზე. სანაცვლოდ ჩვენ თავად მივმართეთ საექსპერტო ბიუროს, რომელმაც დაადგინა: ნიკოლოზ კაციას არ მოუხმარია ნარკოლოგიური საშუალებები. დანიშნული გვქონდა კიდევ ერთი კვლევა, რომელსაც უნდა აღმოეჩინა თითის კვალი იმ გადასაფუთზე, რომელიც თითქოს ნიკოლოზ კაციას ჯიბეში ედო. აღნიშნულ პაკეტზე თითის კვალი არ ამოსულა. შესაბამისად, ეს გარემოებები ცხადყოფს იმას, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების მომენტიდან ამბობდა - ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S