21-02-2025 16:53:54 საზოგადოება
ნადიმ ხმალაძე, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5 000-ლარით დააჯარიმა.
მას 5, 6 და 9 იანვარს გზის "ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდნენ.
ადვოკატის თქმით, ნადიმ ხმალაძეს გზის გადაკეტვის კიდევ 2 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე ხმალაძეს ჯარიმა ახალი წესით ჩააბარეს. ადვოკატი აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს.
დღესვე სასამართლომ „გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გელა ხასაიას პროცესი დღეს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ენუქიძემ ადვოკატი 100 ლარით დააჯარიმა.